სიახლეები!

Posted 2020-01-31

ღირსი ალექსი სენაკელის(შუშანია) ხსენების დღე

31 იანვარს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ბევრი მომლოცველი სტუმრობს, რადგან, ამ დღეს, ამ ეპარქიის განსაკუთრებული მფარველის, ღირსი ალექსი სენაკელის(შუშანია) ხსენების დღე აღინიშნება. წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ამ დღესასწაულს! საზეიმო წირვები ჩატარდება მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში და ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძარში.



Posted 2020-01-17

გალობის ფესტივალი

2020 წლის 2 თებერვალს, წმინდა ექვთიმე აღმსარებლის(კერესელიძე) ხსენების დღეს, 13 საათზე, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ატარებს ქართული საეკლესიო გალობის ფესტივალს. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, დასავლეთ საქართველოს, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების გუნდებს. თითოეულმა გუნდმა უნდა შეასრულოს ორი კანონიკური საეკლესიო საგალობელი და ერთი ქართული ხალხური სიმღერა. სკოლებმა ფესტივალში მონაწილეობის შესახებ განაცხადი, მონაწილეთა რაოდენობა და რეპერტუარი უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 27 იანვრისა. ფესტივალი ჩატარდება ქ. სენაკის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში. მისამართი: სენაკი, წერეთლის ქ.№1, მე-3 სართული. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 551099598 (ნინო); 595160888 (ია).



Posted 2020-01-07

მიუზიკლი- ,,ქეთო და კოტე“.

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ტრადიციულად, 2020 წლის 9 იანვარს, 12 საათზე, გაიმართება საშობაო სპექტაკლი. ამჯერად, გიმნაზიელები მაყურებელის წინაშე წარდგებიან ვიქტორ დოლიძის უკვდავი მიუზიკლით - ,,ქეთო და კოტე“.



Posted 2020-01-06

ალილო

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ შობა-ახალ წელს და გაცნობებთ, რომ შობას, ტრადიციულად, გაიმართება ალილო. მსვლელობა დაიწყება ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრიდან. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა მსვლელობაში და მობრძანდეთ 7 იანვარს, 13.00 საათზე გიმნაზიაში



Posted 2020-01-02

2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია, 2020-2021 სასწავლო წლისათვის, აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში. განცხადებები მიიღება ყოველ დღე, შაბათ–კვირის გარდა 10.00 სთ-დან – 17.00 სთ-მდე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. 116; ტელ: 551099598; 595160888; 568982525).



Posted 2019-12-30

რა? სად? როდის?

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობა, 2020 წლის იანვარში მართავს ინტელექტუალურ თამაშს - ,,რა? სად? როდის?“ თამაშში მონაწილეობას მიიღებენ გიმნაზიის IX-X-XI კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები. ზოგადი თემების გარდა, შეკითხვები დაისმევა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შერჩეული სამი წიგნიდან, აქედან გამომდინარე, მონაწილე გუნდებს ევალებათ წაიკითხონ შემდეგი ნაწარმოებები: • გურამ დოჩანაშვილი - ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". • აკა მორჩილაძე - ,,ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები". • ჯორჯ ორუელი - ,,1984". სკოლა-გიმნაზია ბედნიერ შობა-ახალ წელს და საინტერესოდ გატარებულ არდადეგებს გისურვებთ.



Posted 2019-12-28

ესეები კონკურსი სკოლა-გიმნაზიაში

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ჩატარდა შიდა-სასკოლო ესეების კონკურსი თემაზე - ,,ბულინგი - სასკოლო ოინი თუ ნორმად ქცეული ძალადობა?" კონკურსში მონაწილეობა მიიღეს VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო საინტერესო ნაშრომები, რომლის შეფასება დაევალა ჟიურის, რომელიც დაკომპლექტებული იყო პედაგოგებითა და მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლებით. გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორები გახლავთ IX გ მოსწავლე- ლუკა ცაავა და VII ბ კლასის მოსწავლე - ნანიკო ჩიტაია. გამარჯვებული გახდა - IX გ კლასის მოსწავლე - ლევან ჭანტურია



Posted 2019-12-17

მხიარული სტარტები

2019 წლის 13 დეკემბერს სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდება სპორტული აქტივობა - ,,მხიარული სტარტები", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ IVა-ბ-გ კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები. უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულ გუნდს!



Posted 2019-12-10

სპექტაკლი უფლისწული და მათხოვარი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის IV–გ კლასის მოსწავლეები 2019 წლის 15 დეკემბერს, 12 სათზე, გეპატიჟებიან სპექტაკლზე –,,უფლისწული და მათხოვარი". დასწრება თავისუფალია.



Posted 2019-12-05

კონფერენცია

წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ინგლისური ენის კათედრის ორგანიზებით, 2019 წლის 21 დეკემბერს, სკოლა–გიმნაზიაში ჩატარდება მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია თემაზე: "თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა სწავლების პროცესში". კონფერენციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებს. თემის წარდგენის ბოლო ვადაა 15.12.2019წ.



Page 6 of 141234567891011121314

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com