სიახლეები!

Posted 2023-10-05

მილოცვა

ძვირფასო მასწავლებლებო, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ პროფესიულ დღეს.
თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ. ქვეყნის ნათელი მომავალი თქვენს ხელშია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
გისურვეთ ღირსეულად გეტარებინოთ პედაგოგის სახელი



Posted 2023-09-14

ახალი სასწავლო წლის დაწყება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას.
წარმატებები ჩვენს გიმნაზიელებს!



Posted 2023-08-21

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია აცხადებს ვაკანსიას ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე
განცხადების წარდგენის ვადაა 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით;
განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 29 აგვისტოდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის დირექციას



Posted 2023-06-16

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მათემატიკის მასწავლებელი
2. ინგლისური ენის მასწავლებელი
3. მუსიკის მასწავლებელი
4. ფსიქოლოგი
განცხადების წარდგენის ვადაა 2023 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 26 აგვისტომდე;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის დირექციას



Posted 2023-02-01

მილოცვა

სკოლა-გიმნაზია, თითოეული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის სახელით, უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ულოცავს მეუფე შიოს დაბადების დღეს. უფალმა გაგაძლიეროთ მეუფევ.



Posted 2023-01-31

31 იანვარი -- ალექსი ბერი შუშანიას ხსენების დღეა.

სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ამ დღეს თითოეულ თქვენთაგანს და ულოცავს მეუფე შიოს. გფარავდეთ ღირსი ბერი ალექსის მადლი. ტროპარი: ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა.



Posted 2023-01-16

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია, აცხადებს პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის. განცხადებები მიიღება 2023 წლის 16 იანვრიდან ყოველ დღე, შაბათ–კვირის გარდა 9.00 სთ-დან – 18.00 სთ-მდე. განცხადებების მიღების ბოლო დღეა 2023 წ. 31 მარტი. P.S. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭება სკოლა-გიმნაზიის ბაღის აღსაზრდელებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. 116; ტელ: 551099598; 595160888; 568982525). პატივისცემით, სკოლა-გიმნაზიის დირექცი



Posted 2023-01-16

რა? სად? როდის?

სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, გიმნაზიის X-XII კლასის მოსწავლეებისთვის, იწყება ინტელექტუალური შეჯიბრი - რა? სად? როდის? თამაშები ჩატარდება მთავარი სატელევიზიო გადაცემის -- რა? სად? როდის? ფორმატით.



Posted 2023-01-09

საშობაო სპექტაკლი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ, ტრადიციულად, 9 იანვარს საშობაო სპექტაკლი წარუდგინა საზოგადოებას. ამჯერად, ღონისძიება მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს. მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს მხატვრული კომპოზიცია - ,,მზიანი ღამე", რომელიც გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში. ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



Posted 2023-01-06

სკოლა-გიმნაზია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

სკოლა-გიმნაზია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ, კეთილდღეობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. გიმნაზიის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს კი გაცნობებთ, რომ ხვალ, 13:00 სთ-ზე, ალექსი ბერის სახელობის ტაძარი შეუერთდება ალილოს მსვლელობას. გთხოვთ მობრძანდეთ.



Page 4 of 141234567891011121314

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com