სიახლეები!

Posted 2018-02-28

ბრილიანტის გამოწვევის კონკურსი

დასრულდა "ბრილიანტის გამოწვევის" საქართველო 2018 წლის შესარჩევი კონკურსის მორიგი რაუნდი 14-18 წლის ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. მსაჯების საერთაშორისო გუნდმა წაიკითხა მოსწავლეთა სოციალური ინოვაციების პროექტები და შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმით. თითოეული პროექტს მინიმუმ 3 მსაჯი გაეცნო სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან მონაწილე გუნდების ქულების დაჯამების შემდეგ 10-მა გუნდმა მოიპოვა უფლება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელთა შორის მოხვდა სკოლა- გიმნაზიის გუნდიც.



Posted 2018-01-31

მილოცვა

ქალაქ ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანას“ ორგანიზებით 2018 წლის 27-30 იანვარს ჩატარდა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში,7,9, 11 წლიან ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ამ ტურნირში მონაწილეობდნენ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ჭანტურია და მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსი გოგია, რომელებმაც თავიანთ კატეგორიებში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ, მათ და ვუსურვებთ შემდგომშიც წარმატებულ ასპარეზობას.



Posted 2018-01-31

წმინდა ალექსი სენაკელის (შუშანია) ხსენების დღე

გილოცავთ წმინდა ალექსი სენაკელის (შუშანია) ხსენების დღეს. წმინდა ალექსი სენაკელის ხსენების დღე, ყოველწლიურად აღინიშნება 31იანვარს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება მისივე სახელობის ტაძარში.



Posted 2018-01-19

მილოცვა

ვულოცავთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს დაბადების დღეს. ღირსი ალექსი სენაკელის მეოხება არ მოკლებოდეს.



Posted 2018-01-06

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება. ჩვენ მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედა ღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალების კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩლებით მისგან წყალობის მომლოდინენი.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.



Posted 2018-01-01

საშობაო სპექტაკლი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ტრადიციად იქცა საშობაო სპექტაკლი მოსწავლეების მონაწილეობით. ამჯერად სტუმრებს ვთავაზობთ პოეტ ანზორ სალუქვაძის ზღაპრის ,,შეთე და ცისყამარი“-ს მიხედვით დადგმულ წარმოდგენას, ,,იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი“, რომელიც 2018 წლის 9 იანვარს გაიმართება.



Posted 2017-11-27

ინტელექტუალური თამაშის

2017 წლის 27 ნოემბერს, სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებს შორის, ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ მეორე ტური. თამაში ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. ეს პროექტი ერთ-ერთი წარმატებულია სკოლა-გიმნაზიაში და ხელს უწყობს პედაგოგიური კოლექტივის გაერთიანებას და ინტელექტუალურ განვითარებას.



Posted 2017-11-25

მილოცვა

2017 წლის 23 ნოემბერი ისტორიული აღმოჩნდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისათვის. ჩვენი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ გამოარჩია. ,,ეს არის ისტორიული გიორგობა. წმ.გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო...“ - ბრძანა პატრიარქმა. ვულოცავთ, მეუფეს ამ მაღალ წოდებას! ღირსი ალექსი სენაკელის მეოხებით შეაძლებინოს უფალმა ამ საპატიო და მძიმე ჯვარის ტარება.



Posted 2017-11-11

ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის პრეზენტაცია
სკოლა-გიმნაზიაში

2017 წლის 11 ნოემბერს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა ვირტუალური და რელურ-ვირტუალური ლაბორატორიის და STEM-ის (საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსები-ფიზიკის, საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის შესწავლა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით) მუშაობის პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა ზოგად საუნივესიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და წარმომადგენლები განათლების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლებიდან.



Posted 2017-10-16

ესეების კონკურსი

2017 წლის ივლისის თვეში გამოცხადდა კონკურსი თემაზე "მასწავლებლები კონსტიტუციაზე". ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა იყო. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მაშტაბით 200-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. დასახელდა 16 გამარჯვებული , აქედან 11 - რეგიონიდან და 5 - თბილისიდან. კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესეები შექმნეს, საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა, დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. ესეების კონკურსის "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებული გახდა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან მურღულია. სკოლა-გიმნაზია ულოცავს ქალბატონ რუსუდანს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.



Page 10 of 141234567891011121314

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com