სიახლეები!

Posted 2016-09-26

სასწავლო წლის დასაწყისი

სასწავლო წელი წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო 2016 წლის 26 სექტემბერს. მოსწავლეები დალოცა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ. წინა სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. სასწავლო წლის დაწყება გიმნაზიელებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.



Posted 2016-09-25

განცხადება

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე, დაარსდა საკვირაო სკოლა. სკოლაში სწავლება უფასოა. გაკვეთილები ჩატარდება შაბათ-კვირას 12.00სთ.-დან 15.00სთ.-მდე. სასწავლებლად მიიღებიან 7-8 წლის აღსაზრდელები გასაუბრების საფუძველზე. ადგილები შეზღუდულია. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მსურველებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე:



Posted 2016-09-15

პირველკლასელთა მიღება

მშობელთა საყურადღებოდ! წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში 2017-18 სასწავლო წელი დაიწყება 2017 წლის 18 სექტემბერს. პირველ კლასში სწავლების მსურველთათვის განცხადებების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2017 წლის 1 მარტამდე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას, ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:
0413 27 82 72; 0790 97 95 75;



Posted 2016-04-28

სასკოლო ჰაკათონი

2016 წლის 10 აპრილს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლისა და აკ.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ,,მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB”-ის მხარდაჭერით ჩატარდა სასკოლო ჰაკატონის ფინალური ტური, სადაც წარმატებით იასპარეზეს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა პროექტებით: ,,ლაზერული ჭრა“, საქართველოს ინტელექტუალური რუქა“ და ,,რობოტი“.



Posted 2016-04-28

სასკოლო ჰაკათონი

2016 წლის 10 აპრილს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლისა და აკ.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ,,მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB”-ის მხარდაჭერით ჩატარდა სასკოლო ჰაკატონის ფინალური ტური, სადაც წარმატებით იასპარეზეს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა პროექტებით: ,,ლაზერული ჭრა“, საქართველოს ინტელექტუალური რუქა“ და ,,რობოტი“.



Posted 2016-03-18

პირველ კლასში მიღების მსურველთა შერჩევა-გასაუბრება

წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გაცნობებთ, რომ 2016 წლის 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით დანიშნულია 2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველ კლასში მიღების მსურველთა შერჩევა-გასაუბრება. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას, ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 0413 27 82 72; 0790 97 95 75;



Posted 2016-03-18

"რა არის ნატო?"

2016 წლის 21 მარტს წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მხარდაჭერით მოეწყობა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა თემაზე: ,,რა არის ნატო?“. შეხვედრას უძღვება ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.



Posted 2016-03-18

მხიარული სტარტები სკოლა-გიმნაზიაში

წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართება ტრადიციული სპორტული ღონისძიება ,,მხიარული სტარტები“. მშობლებს და ყველა მსურველს საშუალება ეძლევა უგულშემატკივროს მონაწილეებს. ,,მხიარული სტარტები“-ს განრიგი ასეთია: • II კლასი – 18/III • III კლასი –25/III • IV კლასი – 20/III



Posted 2016-03-18

კონფერენცია

2016 წლის 28 მარტს ტარდება წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება-კონფერენცია თემაზე: ,,STEM-ის პროექტები; რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება სასწავლო პროცესში“. დასწრება თავისუფალია.



Posted 2016-03-18

მშობელთა საყურადღებოდ

მშობელთა საყურადღებოდ! წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში იწყება მშობელთა კვირეულის მეორე ეტაპი, რომელიც ჩატარდება შემდეგი გრაფიკით: • II,III კლასი – 8/II-12/II • IV კლასი – 12/II-22/II • VI,VII კლასი – 29/II-4/III



Page 13 of 141234567891011121314

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com