სიახლეები!

Posted 2017-02-22

სკოლა-გიმნაზიის გულშემატკივრებს!!!

2017 წლის 27 თებერვალს, ქ.თბილისში ტარდება 2016 - 17 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი. ფინალში გასულია წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდის პროექტი: გეოლოგიური საფრთხეები.
გუნდის წევრები: ნათელა შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია, გვანცა ჩიქოვანი;
ინსტრუქტორი: ტოლია კილასონია.
გთხოვთ, გვიგულშემატკივროთ, შეგვეწიოთ ლოცვითა და კეთილი სურვილებით.



Posted 2017-02-21

მილოცვა

2017 წლის 16-19 თებერვალს, ქ.ზუგდიდში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც წარმატებით იასპარეზეს სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა. 10 წლამდე ჭაბუკთა შორის IV ადგილი და საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა სკოლა-გიმნაზიის IVბ კლასის მოსწავლე ალექსანდრე გოგიამ, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის I ადგილი და საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა IIგ კლასის მოსწავლე გიორგი ჭანტურიამ.



Posted 2017-02-21

მილოცვა

2017 წლის 19 თებერვალს, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი მასშტაბური სასკოლო ჰაკატონის მესამე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სკოლის 100 მოსწავლე, მათ შორის იყო სკოლა-გიმნაზიის გუნდი Smart kids-ი - გუნდის წევრები -VIIკლასის მოსწავლეები გიორგი ჯანაშია, ილია რეკვავა და გიგი ოკუჯავა. გუნდი ამ ჰაკატონზე Microsift-ის რჩეული გახდა და სპეციალური პრიზის სახით თითოეულ მონაწილეს პერსონალური კომპიუტერი გადასცა Microsift-ის წარმომადგენლობის მენეჯერმა ბ-ნ შოთა მურცხვალაძემ.



Posted 2016-11-28

მილოცვა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გილოცავთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გადასვლას და წარმატებებს გისურვებთ კონკურსის ბოლო საფეხურზე.
ვულოცავთ, ამ წარმატებას, სკოლა-გიმნაზიის გუნდის წევრებს - ალექსი ტყებუჩავას, ნათელა შამათავას, ლიკა კოკაის, დეა ჩიტაიას, გვანცა ჩიქოვანს და მათ მენტორს, ტოლია კილასონიას.
ჩვენ გვჯერა თქვენი გამარჯვების და ვიმედოვნებთ, რომ ფინალურ ეტაპზეც ღირსეულად წარსდგებით. ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) მეოხებით, გისურვებთ წარმატებას.



Posted 2016-11-25

შობის მარხვა

28 ნოემბერს მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვის შობის მარხვა იწყება, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე სრულდება და იგი ქრისტიან მრევლს უფლის შობის დღესასწაულისათვის ამზადებს. შობა აღავსებს ჩვენს სულს სიხარულით. ბედნიერ შობას გისურვებთ!



Posted 2016-11-23

წმიდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილი, საკვირველთმოქმედი
გიორგის ტროპარი

წმიდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილი, საკვირველთმოქმედი გიორგის ტროპარი ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
გ ი ლ ო ც ა ვ თ გ ი ო რ გ ო ბ ა ს!



Posted 2016-11-16

ოქროსფერი შემოდგომა

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის II ა -კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „ ოქროსფერი შემოდგომა“, რომელიც ჩატარდა ისტორიულ არქეოპოლისში. შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე აჩუქეს გიმნაზიელებმა მშობლებსა და პედაგოგებს და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნის დონე და უდიდესი მონდომება იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებაც მოხდა(ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) პროექტზე მუშაობდნენ: ნათია ცხვიტავა, სოფიო ფაჩულია და ნინო ჟიშკარიანი.



Posted 2016-11-16

აქცია

აქცია ,,მე მიყვარს წიგნი“ რამდენიმე წელია წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია ბიბლიოთეკის ყველაზე წარმატებული პროექტია. ის იმართება ყოველი წლის ნოემბრის დამდეგს და გრძელდება შობის დადგომამდე. აქციის სლოგანია ,, ერთი ახალი წიგნი სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკას“. მოზარდები და მათი მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ღირებულ საქმეში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოწირულობა გაიღოს სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკას წიგნის სახით.



Posted 2016-10-07

საკვირაო სკოლა

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე გაიხსნა საკვირაო სკოლა, სადაც პატარები, 7-8-9 წლის აღსაზრდელები, ეზიარებიან ქრისტიანული ცხოვრების წესებს, წიგნიერებას, შეისწავლიან ქართულ გალობას, ხელოვნების გაკვეთილებზე კი გააკეთებენ ჩანახატებს, გადმოსცემენ საკუთარ ემოციებს. პირველმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ჩამოყალიბდა გულთბილი და მაეგობრული დამოკიდებულება.



Posted 2016-10-06

6 ოქტომბერი სენაკელის (შუშანია)
ხსენების დღეა

გილოცავთ წმინდა ალექსი სენაკელის (შუშანია) ხსენების დღეს. წმინდა ალექსი სენაკელის ხსენების დღე, ყოველწლიურად აღინიშნება 6 ოქტომბერს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას აღავლენს მისივე სახელობის ტაძარის წინამძღვარი მღვდელი მალხაზ ჭანტურია.



Page 12 of 141234567891011121314

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com