სიახლეები!

Posted 2024-02-02

გაზაფხული-ზაფხულის სეზონში მონაწილე გუნდების თამაშის კენჭისყრა.

2024 წლის 2 თებერვალს სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ინტელექტკლუბ ,,რა? სად? როდის?“ ორგანიზებით ჩატარდა გაზაფხული-ზაფხულის სეზონში მონაწილე გუნდების თამაშის კენჭისყრა. თამაშები გაიმართება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • 29 თებერვალი წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია
  • 29 მარტი წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი-მათე შომახიას ექვსეული
  • 25 აპრილი წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი-დავით შომახიას ექვსეული წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი- ნინი გაბელაიას ექვსეული
  • 17 მაისი წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი-ლუკა პირტახიას ექვსეული ვანის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია


Posted 2024-02-01

მილოცვა

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის სასკოლო საზოგადოება ულოცავს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, სკოლა-გიმნაზიის რექტორს, მეუფე შიოს დაბადების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.



Posted 2024-01-31

ალექსი სენაკელის (შუშანია) ხსენების დღე

სკოლა-გიმნაზიის სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ! ალექსი სენაკელის (შუშანია) ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 31 იანვარს, 14:00 საათზე, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.



Posted 2024-01-19

მილოცვა

ვულოცავთ სკოლა-გიმნაზიის ისტორიის პედაგოგ ნათელა(ნათია) დავითაიას უნივერსიტეტ ,,ალტებრიჯის“ ორგანიზებულ მასწავლებელთა კონკურსში- ,,ჩემი როლი აბიტურიენტების ცხოვრებაში“ მიღწეულ გამარჯვებას. კონკურსზე წარდგენილი ვიდეორგოლი მომზადდა მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით.



Posted 2024-01-15

პირველკლასელთა მიღება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია აცხადებს პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებას 2024-2025 სასწავლო წლისათვის. განცხადებები მიიღება ყოველ დღე, შაბათ- კვირის გარდა 10.00 სთ–დან – 17.00 სთ–მდე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას. მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ.116; ტელ: 595160888; 568982525



Posted 2024-01-10

საახალწლო მეჯლისი

სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული საახალწლო მეჯლისი გაიმართება 2024 წლის 13 იანვარს, 20:00საათზე. მეჯლისზე დასაწრებად აუცილებელია მოსაწვევი ბარათის წარმოდგენა.



Posted 2023-12-21

მილოცვა

სკოლა-გიმნაზიის სასკოლო საზოგადოება ულოცავს სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლეს საბა ხაბურზანიას და მის მენტორს, ტოლია(უტა) კილასონიას ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებას.



Posted 2023-10-13

განცხადება

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში 2023-2024 სასწავლო წლის ოქტომბრიდან დაიწყო სასკოლო პროექტის „ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი თაობის საწინდარია“ განხორციელება.
პროექტის მიზანია, მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა, აუმაღლოს ცნობიერება და პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, როგორც ფორმალურ, ისე არაფრომალურ განათლებაში. განხორციელებულ აქტივობებს შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ სკოლის სოციალურ გვერდზე.
პროექტის ხელმძღვანელები: მარიამ დემურია, თეა აკულია და ეკატერინე მილორავა.



Posted 2023-10-10

განცხადება

2023 წლის 16 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები.
არჩევნები ჩატარდება სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში.



Posted 2023-10-06

ღირსი მამის ალექსი შუშანიას ხსენების დღე.

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ღირსი მამის ალექსი შუშანიას ხსენების დღეს.
ალექსი ბერის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.



Page 3 of 141234567891011121314

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com